Magdalena Posted September 25, 2023 Posted September 25, 2023 კომპანია Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონების სერია Redmi Note 13, რომელშიც შედის მოდელი Redmi Note 13 Pro. ახალი სმარტფონი დამყარებულია კომპანია Qualcomm-ის 4-ნანომეტრიან პროცესორ Snapdragon 7s Gen 2-ზე, რომელიც გასულ კვირაში დაანონსდა და ზემოთხსნებული სმარტფონი პირველია ამ ჩიპით. Redmi Note 13 Pro-ს აქვს 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი გაფართოებით 2712 × 1220 პიქსელი (1.5K), 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. დისპლეი უზრუნველყოფს 1800 კდ/მ2 მაქსიმალურ სიკაშკაშეს, ხოლო განათების რეგულირება 1920 ჰერცს შეადგენს. სმარტფონის განბლოკვისთვის გამოიყენება ეკრანზე ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი. Redmi Note 13 Pro-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8-დან 16 გბ-მდეა, ფლეშ-მეხსიერების - 128-დან 512 გბ-მდე. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია კამერა ძირითადი, 200-მეგაპიქსელიანი Samsung HP3 სენსორით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და f/1.65 დიაფრაგმით. ასევე მოცემულია სუპერფართოკუთხიანი 8 მპ მოდული და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. 5100 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს სწრაფი 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონის ზომაა 161.15 × 74.24 × 7.98 მმ, წონა - 187 გრამი. სმარტფონი ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი (Midnight Dark), ცისფერი (Time Blue), ნაცრისფერი (Light Dream) და თეთრი (Star Sand White). სმარტფონს ასევე აქვს თანამედროვე სმარტფონებისთვის იშვიათი, 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. საბაზისო Redmi Note 13 Pro 8/128 გბ მოდელის ფასია დაახლოებით 192 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებული Redmi Note 13 Pro 16/ 512 გბ ვერსიის ფასი კი დაახლოებით 275 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2tb5s3tx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.